Irvine Welsh Quote
Ბეგბი ახლა იმას მებაზრება, რა მაგარი ბიჭი ვარ და იმედი აქვს, რო მეც იგივეს ვეტყვი. ჰოდა, მეც ვემორჩილები.რაღაც ხანს ბეგბისთვის დამახასიათებელი სარეკლამო შოუს საყრდენი ვხდები, ფხიზელ მასტს ვთამაშობ და საძმოს ბეგბის ცხოვრებიდან რამდენიმე კლასიკურ ეპიზოდს ვუყვები. ეგ ეპიზოდები მოწმობს, რა მაგარი ტიპია და როგორი სანაშენო ბუღაა. როცა ამ მითებს სხვები ყვებიან, ბევრად დამაჯერებლად ჟღერს ხოლმე. მერე ჩვენ ორნი ბარიდან გამოვდივართ და ქუჩას მივუყვებით. ერთი სული მაქვს, დედაჩემთან მივიდე და ცოტა წავუძინო, მაგრამ მათხოვარა მაწვება, ჩემთან წამოდი და დავლიოთო.ბეგბისთან ერთად დიდის ამბით რო მივსეირნობ ქუჩაში, თავი უკვე მსხვერპლი კი არა, მტაცებელი მგონია და ხარბად ვაცეცებ თვალებს აქეთ-იქით. მაგრამ მალე ვხვდები, რა საცოდავი იდიოტი ვარ და ვითრგუნები.

Related Quotes
For everything in this journey of life we are on, there is a right wing and a left wing: for the wing of love there is anger; for the wing of destiny there is fear; for the wing of pain there is heali...