Irvine Welsh Quote
_ სამეფო არმიაში მსახურობდი, შვილო? ჩემი ბრაიანიც მანდ იყო, სამეფო არმიაში, ბრაიან ლედლოუ._ ემმმ, ისა… არა, ქალბატონო, ფლოტში ვიყავი, _ მხრებს იჩეჩავს ჯონი._ ბრაიენი აღარ დამიბრუნდა, ღმერთმა აცხონოს მისი სული. ოცდაერთი წლის იყო, ჩემი საწყალი ბიჭი. ისეთი კარგი ყმაწვილი იყო, _ ქალს თვალები ცრემლებით ევსება. ხმა მთლად ჩაუწყდა და საწყალობელი გაუხდა საკუთარი უსუსური დარდის გამო. _ იცი, შვილო, ეგ საზიზღარი ტეტჩერი სიცოცხლის ბოლომდე მეძულება. ერთი დღეც არ გავა, ეგ რო არ დავწყევლო.მერე საფულეს იღებს, ოცგირვანქიან კუპიურას პოულობს და ჯონის ხელში უტენის:_ აიღე, შვილო, ამის მეტი არაფერი მაქვს, მაგრამ მინდა, რო შენ გქონდეს. _ მერე ქვითინი უვარდება და მიდის, ფეხზე ძლივს დგას; ისეთი გრძნობაა, თითქოს დანით დაჭრეს._ ღმერთმა დაგლოცოთ, ქალბატონო! _ მიჰკივის ჯონი მიმავალს. _ ღმერთმა დალოცოს შოტლანდიელი ჯარისკაცები! _ მერე ტაშსაც შემოჰკრავს, სიხარულით აღარაა, რომ მალე ციკლოზინს იყიდის და იმ მეტადონთან ერთად გადაუშვებს, რომელიც უკვე აქვს. ფსიქომეტადონური კოკტეილი: მისი ნეტარებისაკენ მიმავალი ბილეთი, მისი პატარა სამოთხისაკენ, რომელსაც გაუცნობიერებლები დასცინიან და ვერ აფასებენ; ეგენი ვერასოდეს ჩასწვდებიან ამ ნეტარების არსს... ელბოს მთელი ბღუჯა ციკლოზინი აქვს, კიბოს გამო გამოუწერეს. დღეს საღამოს აუცილებლად მოინახულებს იმ თავის ავადმყოფ მეგობარს. ელბოს მაგისი კალიკები სჭირდება, ჯონის კიდე _ მისი ფსიქოტროპულები. ინტერესთა იდეალური თანხვედრაა. დიახაც! ღმერთმა წყალობა არ მოუშალოს შოტლანდიელ ჯარისკაცებს და ბრიტანულ ჯანდაცვას!

Related Quotes
Father God, we thank you for your grace and your mercy, for allowing us to be together under your covenant and God we thank you for the revelations and for the breakthroughs; for your direction and fo...