Მოვლენის ზუსტი განსაზღვრება და სახელდება უბრალო ილუზიაა, რამეთუ მოუქნელი და ღარიბია ადამიანის მეტყველება და ის კი არაა საქმე, აქაოდა სიტყვები არ გვყოფნის, მაგალითად სიყვარულის განსამარტადო, არამედ ის, რომ სიტყვები თავზე საყრელად გვაქვს, აი, სიყვარული კი - არა.