Yann Martel Quote

Ზოოპარკის შესახებ იმდენივე აბსურდული აზრი მომისმენია, რამდენიც ღმერთისა და რელიგიის შესახებ. უამრავი კეთილის მოსურნე, მაგრამ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი მიიჩნევს, რომ ცხოველები ველურ სამყაროში უფრო „ბედნიერად ცხოვრობენ, რადგან იქაა თავისუფლება. იტყვიან ამას და თვალწინ წარმოუდგებათ ზორბა და ახოვანი ტანის, სიმპათიური მტაცებლები, ვთქვათ, ლომი ან ლეოპარდი (რადგან გნუ ან მილკბილა, აბა, რა მოსაწონია?!). წარმოიდგენენ, თუ როგორი გრგვინვითა და ღრიალით მიმოდის სავანაში ეს დიადი მხეცი – ასე ცდილობს, მოინელოს მსხვერპლი, რომელიც წინააღმდეგობის გაუწევლად დაემორჩილა; ანდა წარმოუდგენიათ მტაცებელი დაუდგრომელი, ენერგიული სირბილის დროს – როცა ის ფორმის შენარჩუნებას ცდილობს ბევრი ჭამის შემდეგ.კეთილის მოსურნეთა წარმოსახვაში ეს დიადი ცხოველი მედიდური სახით, მაგრამ თან დიდი სინაზით ზრუნავს საკუთარ ნაშიერებზე, საღამოობით კი მთელი ოჯახი ერთად იკრიბება, ბედნიერი სახეებით რომ უცქირონ, როგორ ჩადის ხეებს შორის მზე. მათ სჯერათ, რომ გარეული ცხოველები უბრალოდ, ღირსეულად და ლაღად ცხოვრობენ, მერე კი მოდიან ბოროტი ადამიანები, ატყვევებენ მათ და ერთი ციცქნა გალიებში ამწყვდევენ. ამით სრულდება „ბედნიერი ცხოვრება. ამიტომაც ვერ ეგუება ცხოველი ბედს და დაუცხრომლად მიილტვის თავისუფლებისკენ. თუმცა ხანგრძლივი ტყვეობა მას, ბოლოს და ბოლოს, მაინც ანადგურებს. ცხო­ველი საკუთარ აჩრდილს ემსგავსება. მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. ველურ სამყაროში დაუნდობელი სოციალური იერარქია მოქმედებს და ცხოველების ყოველდღიურობაც იძულებასა და საჭიროებებზეა აგებული. მათ უწევთ თავის გატანა გარემოში, სადაც საფრთხე დიდია, საკვები კი ყოველთვის არ არის საკმარისი; სადაც ტერიტორია სულ დასაცავია, პარაზიტები კი – გამუდმებით მოსაგერიებელი. მაშ, რა ფასი აქვს ამგვარ თავისუფლებას? სინამდვილეში ცხოველები თავის ნებაზე ვერც დროს აკონტროლებენ, ვერც სივრცეს და ვერც პირად ურთიერთობებს. პრაქტიკაში ასეა, თეორიულად, კი ბატონო, ყველას, ვისაც ძალ-ღონე უწყობს ხელს, შეუძლია, ადგეს და წავიდეს, დაივიწყოს თავისი მოდგმის სოციალური ჩვევები და ჩარჩოები. თუმცა ამგვარი თავზეხელაღებული გაქცევა ადამიანსაც კი გაუჭირდება, ცხოველზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ……კარგი ზოოპარკი დიდი სიფრთხილით დაგეგმილი შემთხვევითობებითაა სავსე: ზუსტად იმ წერტილში, საიდანაც ცხოველი შარდით თუ რამე სხვა სეკრეტით მონიშნავს საკუთარ ტერიტორიას და ამით მიგვანიშნებს – ამას აქეთ ფეხი არ გადმოგიცდესო – ჩვენც იმავე წერტილში ვაშენებთ საზღვარს და ვეუბნებით – ამას აქეთ გადმოსული არ დაგინახო! ამ დიპლომატიური მშვიდობის პირობებში ყველა ცხოველი კმაყოფილია .გამოდის, ჩვენც შეგვიძლია მოვდუნდეთ და ერთმანეთს მშვიდად გადავხედოთ…....…ნუ იფიქრებთ, თითქოს საკუთარ აზრს გახვევდეთ თავს. ზოოპარკების დამცველად კი არ გამოვდივარ. თუ ასე ძალიან გინდათ, ყველა დახურეთ (თან თავიც დაიიმედეთ, რომ ველური ბუნების უკანასკნელი წარმომადგენლები გაძლებენ და იცოცხლებენ კუნძულებივით აქა-იქ შემორჩენილ და უკიდურესად შემცირებულ ბუნებრივ პირობებში). ვიცი, ზოოპარკებს პატივს აღარ სცემენ. სხვათა შორის – აღარც რელიგიას. ორივე მათგანი მცდარ წარმოდგენას უქმნის ადამიანებს თავისუფლების შესახებ.

Yann Martel

Related Quotes

About Yann Martel

Yann Martel, (born June 25, 1963) is a Canadian author who wrote the Man Booker Prize–winning novel Life of Pi, an international bestseller published in more than 50 territories. It has sold more than 12 million copies worldwide and spent more than a year on the bestseller lists of the New York Times and The Globe and Mail, among many other best-selling lists. Life of Pi was adapted for a movie directed by Ang Lee, garnering four Oscars including Best Director and winning the Golden Globe Award for Best Original Score.
Martel is also the author of the novels The High Mountains of Portugal, Beatrice and Virgil, and Self, the collection of stories The Facts Behind the Helsinki Roccamatios, and a collection of letters to Canada's Prime Minister 101 Letters to a Prime Minister. He has won a number of literary prizes, including the 2001 Hugh MacLennan Prize for Fiction and the 2002 Asian/Pacific American Award for Literature.
Martel lives in Saskatoon, Saskatchewan, with writer Alice Kuipers and their four children. His first language is French, but he writes in English.