Irvine Welsh Quote

Ვიღაც კუანა დედაბერი (ეგეთებს, დღის ამ მონაკვეთში, ყოველთვის გადაეყრები ავტობუსებში), მძღოლს ტვინს უჭამს უაზრო შეკითხვებით ავტობუსებზე და მათ მარშრუტებზე. ერთი უნდა წაკუზო და ტყვნაში ამოხადო სული, მაგ ჩათლახს!.. ჩუმი რისხვისგან ლამის დავიხრჩო, როცა მის ახვრულ ეგოიზმს და მძღოლის მისდამი გულჩვილ დამოკიდებულებას ვხედავ. ახალგაზრდების ძალმომრეობაზე რო ბაზრობენ ხოლმე ამდენს, ამ ფსუტიანი ბებრების ფსიქოლოგიურ ძალმომრეობას რატო არავინ ახსენებს?როგორც იქნა, გატრაკებით გული იჯერა და მძღოლს დაეხსნა, მარა კატის პროჭივით მოპრუჭნულ ტუჩებს ჯერ კიდე აცმაცუნებს.პირდაპირ ცხვირწინ მიჯდება. თვალებით კეფას ვუბურღავ. მინდა, რო ტვინში სისხლი ჩაექცეს ან ინფარქტმა დაარტყას… თუმცა არა, არა!.. ეგ რო მოხდეს, ავტუბუსი შეყოვნდება. ჯობია, ნელი სიკვდილით ჩაძაღლდეს ჩემი წამებისთვის. ეგრევე თუ დაიბრიდება, ხალხს საქმე მიეცემა, აფუსფუსდებიან. ეგეთ მომენტს ხელიდან არ უშვებენ ხოლმე… ყველაფერს კიბოს უჯრედები ჯობია. კი, კი, ნეტა ეგ უჯრედები გაუჩნდეს და ნელ-ნელა გამოხრას სიმსივნემ!.. უკვე ვგრძნობ კიდეც, ეგ უჯრედები რო უვითარდება… თუმცა, ეგ პროცესი მგონი სწორედ ჩემში მიმდინარეობს ახლა… ძალიან დავიღალე, მაგ ბებრუხანას სიძულვილის თავიც აღარა მაქვს. სრულ აპათიაში ჩავვარდი. ბებრუხანამ მოცემული მომენტის მიღმა გადაინაცვლა.

Irvine Welsh

Related Quotes

About Irvine Welsh

Irvine Welsh (born 27 September 1958) is a Scottish novelist and short story writer. His 1993 novel Trainspotting was made into a film of the same name. He has also written plays and screenplays, and directed several short films.