Hermann Hesse Quote

Დაუჯერებელთ, ამინდებსა და წელიწადის დროებზე დამოკიდებულთ, მშიერ–მწყურვალთ უმიზნოდ და მარტოდ–მარტო უწევთ ხეტიალი. ბავშვურად მიამიტ, მაგრამ მამაც მოგზაურებს ხიფათით აღსავსე, გაჭირვებული და ძნელი გზა ელით. ისინი ადამის ძენი არიან სამოთხიდან გამოდევნილნი და უცოდველ ნადირთა ძმები. მუდამ ციდან ელოდებიან ყველაფერს: მზეს,წვიმას, ნისლს, თოვლს, სითბოსა თუ სიცივეს, ჭირსა თუ ლხინს. მათთვის დრო არ არსებობს, არც ისტორია, არც რას მიესწრაფვიან, განვითარებასა და წინსვლას კერპად არ შერაცხენ, ქონების პატრონიან ადამიანებისგან განსხვავებით. მოხეტიალე კაცი, როგორიც არ უნდა იყოს: დახვეწილი, თუ უბრალო ხელოვანი, ჭკუასუსტი, გაბედული თუ მხდალი, გულით მაინც ბავშვია, თითქოს იგი სამყაროს შექმნის პირველ დღეს დაესწრო, მსოფლიო ისტორიის დაწყების კვირაძალს, მოხეტიალე კაცის ცხოვრება თავისი გაჭირვებითა და მარტივი სურვილებით შემოისაზღვრება. ან ჭკვიანია, ან სულელი. ვინც საკუთარ თავს კარგად იცნობს, არ გაუჭირდება იმის მიხვედრა, რა მყიფეა, რა წარმავალია ყველანაირი ცხოვრება, რა ვაივაგლახით და შიშის ფასად ინარჩუნებს ყველა სულდგმული ამ ცივ სამყაროში თბილ სისხლს, სხვა გზა არ აქვს, კუჭის მოთხოვნასაც უნდა ათხოვოს ყური მთელი ბავშვურობითა და სიხარბით – იგი მუდამ უპირისპირდება მდიდარსა და ადგილობრივ მკვიდრს. დაუნდობლად მტრობს, სძულს და ეშინია იმ ადამიანების, რადგან არ უნდა ცხოვრების წარმავლობის, ცხოვრების მუდმივი ჭკნობის, დედამიწაზე გამეფებულ დაუნდობელსა და ცივ სიკვდილზე ფიქრი.

Hermann Hesse

Tags: life, traveller

Related Quotes

About Hermann Hesse

Hermann Karl Hesse (German: [ˈhɛʁman ˈhɛsə] ; 2 July 1877 – 9 August 1962) was a German-Swiss poet, novelist, and painter. His best-known works include Demian, Steppenwolf, Siddhartha, and The Glass Bead Game, each of which explores an individual's search for authenticity, self-knowledge, and spirituality. In 1946, he received the Nobel Prize in Literature.